ბათუმს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

14/06/2016

24 ივნისს ბათუმს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. გაზის მიწოდება 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს. შეზღუდვები ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპს უკავშირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0