კანიონზე ტურისტული სეზონი მალე დაიწყება

13/06/2016

მდინარე აბაშის კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სულ მალე დასრულდება. პროექტის ფარგლებში ბუნების ძეგლზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ასევე მოეწყო ტურისტული ბილიკები, ხიდები, ნავმისადგომები და გადასახედები. რესტავრაცია ჩაუტარდა ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს. კანიონის სანაოსნო მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებისთანავე შეიქმნება სპეციალური ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებით ვიზიტორები შეიძენენ ბილეთებს და მოწესრიგდება რიგები. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში მილიონ ორას ორმოცდაორი ათასი ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოები ივლისის დასაწყისში დასრულდება და დასრულებისთანავე კანიონზე ტურისტული სეზონი გაიხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0