ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში არსებული სამედიცინო პუნქტის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოებს ი.მ „ქებულ აბაშიძე“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 576 ლარია გამოყოფილი. ამჟამად ობიექტზე კიბისა და სარტყელის მონტაჟი მიმდინარეობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე გამგეობის ინფრასტრუქტურის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან თამაზ მურადიშვილი ერთად სამუშაების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს.
კაპრეშუმში სამედიცინო პუნქტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13/06/2016