ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი გაიხსნა

13/06/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე ააიპ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ.
კომპლექსი 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს, დაიტბორა და ფაქტობრივად, სრულად განადგურდა.
ცენტრის სრული რეაბილიტაცია „ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რაზეც მილიონ ორასი ათასი ლარი დაიხარჯა.
ამჟამად ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და ყოველდღიურად ათასამდე ბენეფიციარს ემსახურება, რომელთაგან, უფასო მომსახურებით, 57 სოციალურად დაუცველი მოზარდი სარგებლობს.
სპორტული ცენტრის გახსნას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და „ვითიბი ბანკის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0