ურეკი – შეკვეთილის გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13/06/2016

დაბა ურეკისა და შეკვეთილის 13 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გარე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. იცვლება მწყობრიდან გამოსული ბოძები, ნათურები და სადენები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, გამგებლის მოადგილემ – ბადრი გობრონიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის“ დირექტორმა შალვა კონჯარიამ დაათვალიერეს.
„ ურეკი-შეკვეთილის 13 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე თავიდან ბოლომდე იცვლება ელექტრო სადენები, იდგმება დამატებითი ბოძები. პრექტის ფარგლებში იგეგმება ურეკი-შეკვეთილის შიდა უბნების გარე განათების სისტემის რეაბილიტაციაც. საერთო ჯამში დამონტაჟდება 560 ერთეული ლამპიონი. სისტემის მოწყობა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასულდება,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
გარე განათების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ აწარმოებს.
პროექტის ღირებულება 173 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0