აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ქვემო სილეზიაში იმყოფებიან

10/06/2016

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ქვემო სილეზიას შორის ორმხრივი თანამშრომლობა გრძელდება. ამ ეტაპზე ხორციელდება თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი გაცნობითი ტური მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის. აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ქვემო სილეზიის რამდენიმე ქალაქში ეცნობიან თვითმმართველი ორგანოების მუშაობის პირნციპს, მათ გამოცდილებას არასამთავრობო ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის საკითხებში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან ქვემო სილეზიაში გამგებლის მოადგილე მინდია ბასილაძე და გამგებლის თანაშემწე კობა თევზაძე იმყოფება.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ ასევე სათევზე მეურნეობებს და ადგილობრივ საწარმოებს. აჭარის თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლების ვიზიტი გაშუქდა ქვემო სილეზიის მედია საშუალებებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0