მესტიის მუნიციპალიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ესტუმრა. ელჩს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან ერთად შეხვდნენ. შეხვედრაზე იან კელიმ, კიდევ ერთხელ, დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების უაღრესი დაინტერესება საქართველოს სახელმწიფოს წარმატებაში. მან ასევე აღნიშნა სვანეთის უნიკალური ტურისტული შესაძლებლობის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და დაინტერესება გამოხატა იმ პროექტებისა და ინფრასტრუქტურის მიმართ, რომლებიც სვანეთში ტურიზმის განვითარებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მესტიის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და ამ კუთხით მიმდინარე სიტუაციაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება პრობლემების აღმოსაფხვრელად.
შეხვედრაზე ასევე შეეხნენ მომავალი საპარლამენტო არჩევნების თემას და არჩევნებთან დაკავშირებულ ადგილობრივ მოლოდინებს.
შეხვედრის დასასრულს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ელჩს სამახსოვროდ სვანური ტრადიციული ქუდი და ჩვენს მუზეუმში დაცული საგანძურის ამსახველი ფოტო-ალბომი გადასცა საჩუქრად.
იან კელი მესტიის მუნიციპალიტეტს ესტუმრა
10/06/2016