სკოლის გამოსაშვები გამოცდები 16-17 ივნისს დამატებით დაინიშნა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შესაბამისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, გამოცდები იმ პირებისთვის დაინიშნა, რომლებიც ობიექტური მიზეზით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ.
აღნიშნული ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული.
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 16-17 ივნისს დამატებით დაინიშნა
09/06/2016