ჭიათურაში წყალ მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება

08/06/2016

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ქვეპროექტის „წყალ მომარაგების სისტემის მშენებლობა და გაუმჯობესება ჭიათურაში,“წინასწარი ეკოლოგიური კვლევის საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას,რომელსაც აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი წარმართავდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივი მენეჯერი და ასოციაცია ჭიათურელთა კავშირის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
• არსებული ქსელის რეაბილიტაცია
• არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია: ბისი, მემორიალი, ლეჟუბანი, რუსთაველი, პერევისი და ტეხისა
• ორი ახალი რეზერვუარის მშენებლობა: ერთი საჩხერე სათავე ნაგებობასთან და მეორე ბისის არსებულ რეზერვუართან
• არსებული ძირითადი გადამცემი ხაზის ჩანაცვლება
• ორი ახალი ძირითადი გადამცემი ხაზის მშენებლობა საჩხერე-ბისი და პერევისი-ტეხისა
• ახალი ჭაბურღილები საჩხერეში
• რებილიტაცია და განახლება ცენტრალური სატუმბი სადგურის
• რეაბილიტაცია და განახლება ლეჟუბანის და პერევისის სატუმბი სადგურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ღონისძიებები მოიცავს ჭათურის წყალმომარაგების ქსელის რესტრუქტურიზაციას, სისტემის ძველი წყალგადამცემი მილების, რეზერვუარების (6 რეზერვუარი), სატუმბი სადგურის (3) გამოცვლა/რეკონსტრუქციას და 2 ახალი რეზერვუარის მშენებლობას.პროექტის გამხორციელების შემდეგ მოსახლეობა ისარგებლებს მაღალი ხარისხის სასმელი წყლის შეუფერხებელი მიწოდებით და გასუფთავებული ჩამდინარე წყლით. პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ და ხორციელდება შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0