ვაგრძელებ საქმიანობას, თუ გადაწყვეტილებას შევცვლი, საზოგადოება ინფორმირებული იქნება

08/06/2016

ვაგრძელებ საქმიანობას ჩვეულ ფორმატში, თუ გადაწყვეტილებას შევცვლი, ამის თაობაზე საზოგადოება ინფორმირებული იქნება, – ასე პასუხობს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი შეკითხვას, ჩაერთვება თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში.
აგულაშვილის განმარტებით, ელოდა, რომ პრემიერი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას ხელს დღეს მოაწერდა.

”ამჟამად დაკავებული ვარ ამ კონფერენციით, სხვა რამეზე არ ვფიქრობ. კონფერენციის მერე, კიდევ ჩამოვყალიბდები ამასთან დაკავშირებით… მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, ვაგრძელებ იმ ფორმატში, რაშიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. თუ გადაწყვეტილებას შევცვლი, ამის თაობაზე, ბუნებრივია, ყველა ინფორმირებული იქნება“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა ბათუმში, სადაც გარემოს დაცვის საკითხებზე მინისტერიალი მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0