საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს:
დონალდ ტუსკი
ჩემთვის დიდი სიამოვნებაა კვლავ მივესალმო ბატონ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტს ამჟამად აქ ბრიუსელში. მოგესალმებით გიორგი, ძვირფასო მეგობარო, რასაკვირველია ჩვენ ყველანი ვფიქრობთ , რომ ჩვენ გზაზე ჩვენ შორის ორმხრივ ურთიერთობებში საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ძლიერი პროევროპული განწყობა და სვლაა საქართველოს მოსახლეობისა რეფორმების განხორციელების, დემოკრატიის გაძლიერებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე.
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულება, საბოლოოდ 1 ივლისს შევა ძალაში და ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ სარგებელს აქედან. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება ოქტომბერში. ბოლო ანგარიში, იმ ძალადობის შესახებ, რომელიც განხორციელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და პარლამენტის წევრების მიმართ ჩემთვის შეშფოთების საგანია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები ბრალის წარდგენის შესახებ. ყველაფერი უნდ გაკეთდეს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს. გმადლობთ პატონო პრეზიდენტო იმისთვის, რომ თქვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად შეაფასეთ ეს მოვლენა და რაც თქვენგან მოვისმინე ნამდვილად დამაიმედებელია. მადლობა კიდევ ერთხელ.
არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს დემოკრატიის მდგრადობისა და გაძლიერებისთვის. ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს პატივსაცემი და ყოვლისმომცველი საარჩევნო გარემო. თავისუფალი და პლურალისტური მედია ამის საუკეთესო წინაპირობაა. რასაკვირველია, დამკვირვებლების ჩართულობა ასევე უმნიშვნელოვანესია.
მე მინდა გავიმეორო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მე ხაზი გავუსვი, ერთგულებას არაღიარების პოლიტიკისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იცავენ ამ ვალდებულებას. დაბოლოს, ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს, როგორც იცით დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის საჭირო მოთხოვნები და კრიტერიუმები, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური.
მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება სულ მალე იქნება მიღებული. ამჟამად, ევროპარლამენტში მიმდინარეობს კომისიის წინადადების განხილვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში. კიდევ ერთხზელ დიდი მადლობა.
გიორგი მარგველაშვილი
დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და დავადასტურო, რომ მოხარულები ვართ აქ, მეგობრების გარემოცვაში ყოფნით. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს გულითადი და მხარდამჭერი მოლაპარაკებებისათვის, რომლებსაც ინტენსიურად ვაწარმოებთ ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში.
ჩვენ განვიხილეთ საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხები, ჩვენი ძალზედ მნიშვნელოვანი დემოკრატიული ძალისხმევა, რომ ჩატარდეს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია.
ჩვენ ასევე განვიხილეთ თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები მშვიდ გრემოში, თავისუფალი მედიისა და კამპანიის თავისუფლად წარმოების ხელმისაწვდომობით.
ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, იმ პოზიტიურ გავლენებს, რომელიც ექნება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეფორმების იმპლემენტაციით.
მე მოვახსენე პრეზიდენტ ტუსკს, რომ ჩვენ კვლავ ვართ აქტიური ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რამდენიმე დღის წინ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობა მალის რესპუბლიკაში გაძლიერედება.
ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილეთ მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე მივაწოდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია, გამყოფ ხაზზე, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის შესახებ და ამჟამად მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის მისიის ჩვენთან ყოფნის მნიშვნელობა და ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს კმაყოფილებას მათ მიერ გაწეული სამუშაოს თაობაზე.
რასაკვირველია, ჩვენ ასევე შევეხეთ უვიზო რეჟიმის, ვიზალიბერალიზაციის საკითხს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვუამბე იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც გავმართე სტრასბურგში და იმ მოლაპარაკებების თაობაზე, რომელიც გვქონდა ევროპარლამენტში. ზოგადად, საქართველოს განვითარება და ინტეგრაცია ევროპულ პროცესში ჩვენი პოლიტიკური განვითარების განმსაზღვრელი ნაწილია. რასაკვირველია, ამ ჭრილში, ამ კონტექსტში მე მოვიწვიე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ ეწვიოს საქართველოს და ჩვენ მოხარული ვიქნებით დონალდ თუ ეწვევით ჩვენ ქვეყანას.