ცვლილებები სოციალურ ბიუჯეტში გარკვეული კატეგორიებისთვის ახალ შეღავათებს გულისხმობს

08/06/2016

ცვლილებები სოციალურ ბიუჯეტში გარკვეული კატეგორიებისთვის ახალ შეღავათებს გულისხმობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამასა და მის ბიუჯეტში ცვლილებებია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები და მეორე მსოფლიო ომში მონაწილეები ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე შეღავათებით ისარგებლებენ. შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული კატეგორიები ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად 8 ლარს მიიღებენ, ხოლო ზამთრის თვეებში ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ხარჯები 20 ლარით აუნაზღაურდებათ.
დადგენილებაში ცვლილებების შეტანის იდეა საკრებულოს ფრაქცია ,,რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეს, აკაკი ნატროშვილს ეკუთვნის. საკრებულოსა და გამგეობის მიერ მომზადებულ პაკეტს საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ამავე სხომაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამასა და მის ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და მოცემული მომენტისთვის 4 მათგანი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე), მათი სარეიტინგო ქულა კი 150 ათასს ან ნაკლებს შეადგენს, ოთხ ბავშვზე ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს, ყოველ მომდევნო ბავშვზე კი 50 ლარს. აღნიშნული ცვლილების ავტორი საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი გიგაურია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0