ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან ერთად მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „მშენებელმა 80“-მა სამუშაოები 2 წელიწადში უნდა დაასრულოს. პროექტის ღირებულება 3 296 921 ლარია.
მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენზე სამუშაოები აქტიურად გრძელდება
08/06/2016