ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გმგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მოადგილეებთან ერთად დღეს სოფელ დვაბზუში მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
გაღმა დვაბზუს ტერიტორიაზე 900 მეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილტაცია დაიწყო. პროექტი სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს. გზის მშენებლობის პირველი ეტაპი ერთი თვის ვადაში დასრულდება, ხოლო მეორე ეტაპი 2017 წელს დაიწყება და დვაბზუს საავტომობილო გზა სოფელ ბახვის ცენტრალურ გზას შეუერთდება. სამუშაოებს კომპანია „გზამშენი 18“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.
სოფელ დვაბზუში გზის რეაბილიტაცია დაიწყო
06/06/2016