ჩუღურეთის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია გრძელდება

03/06/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, ამავე რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ერისთავის ქ. N_2 ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ სახლს რეაბილიტაცია ამხანაგობების თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში უტარდება, რაზეც 88 ათას ლარი დაიხარჯება.
როგორც რიმა ბერაძე განმარტავს, მიმდინარეობს სახლის საძირკვლის გამაგრება, კედელი მოიჭიმება ლითონის ბადით და აივნებს და კიბეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენდა და ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია რაიონში. მაჟორიტარის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და რაიონის გამგეობის თანადგომით ჩუღურეთში არსებული არც ერთი ისტორიულ შენობა არ დარჩება სათანადო ყურადღების გარეშე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0