მე მზად ვარ შევხვდე ექსპერტებს, თუ მათ ამის სურვილი გაუჩნდებათ

02/06/2016

ბიძინა ივანიშვილისთვის დეპუტატ გუბაზ სანიკიძის განცხადება საინტერესო არ არის, ხოლო პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, არ იცრუოს.
ყოფილმა პრემიერმა დღესვე სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ისა და ”ტაბულას” ეთერში სტუმრობის სურვილი გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ტელეკომპანიები მას ”სიცრუეზე პასუხის გასაცემად დროს მისცემენ”.

”მე მზად ვარ შევხვდე ექსპერტებს, თუ მათ ამის სურვილი გაუჩნდებათ, უფრო მეტად კრიტიკულად განწყობილ ექსპერტებს, მათ მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებზე მეც მექნება ჩემი დამოკიდებულება. ამავდროულად, შევეცდები გავაგრძელო შეხვედრები უფრო კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებთან, ”რუსთავი 2”-თან და ”ტაბულასთან”, მე ერთი პირობა მექნება მხოლოდ, დამითმონ არსებული გადაცემების ერთი ნაწილი. სიცრუის ტირაჟირება ხდებოდა ჩემი პერსონის მიმართ და გავაკეთოთ პირველი ნაწილი იმაზე, რაც ჩემზე გააკეთეს, რომ პასუხი გავცე და მეორე ნაწილში დამატებით კითხვებს ვუპასუხებდი, რაც მათ გააჩნიათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0