“კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით,”- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას.
მთავრობის მეთაური მხოლოდ აღნიშნული რეპლიკით შემოიფარგლა.როგორც მან განაცხადა, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.
კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი
02/06/2016