გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის გახსნა

02/06/2016

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი გაიხსნა. ახალი განყოფილება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დაათვალიერა.
დეპარტამენტი სრულად განახლდა, გაიზარდა და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით. გადაუდებელი დახმარების ახალ განყოფილებას ერთდროულად 100-მდე კრიტიკული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია. მიმღები და გადაუდებელი განყოფილების მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0