ეკა ბესელიას შეფასებით, ნიკა გვარამიას ბოლოდროინდელი განცხადებები “არანაირი ეთიკისა და ჩარჩოს ფარგლებში აღარ ეტევა“.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან არაფერი იცის იმ ფაქტის შესახებ, რომლის თაობაზეც ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით საუბრობს.
“ნიკა გვარამიას ბოლო დღეების განცხადებების შემყურეს, მისი განცხადებების მიმართ ძალიან მაღალი უნდობლობა მაქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს გეტვით, არ ვიცი. ვისაც ეხება ის გადაამოწმებს და პასუხს გასცემს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მისი მხრიდან ისეთი განცხადებები კეთდება, მათ შორის იყო პრემიერ-მინისტერის მისამართით გაკეთებული განცხადება, რაც არანაირი ეთიკისა და არანაირი ჩარჩოს ფარგლებში აღარ ეტევა“, – განაცხადა ბესელიამ.