ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მზიურში „მზის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის მიზანი ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქის განვითარებაა. „მზის ფესტივალს“ თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე დაესწრო.
მზიურის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს პარკის ფუნქციურ დატვირთვას. პროექტის ფარგლებში აღდგება და თემატურად დაიტვირთება სოციალური კაფე და ამფითეატრი. მზიურის პარკი მთელი წლის განმავლობაში ბავშვებსა და ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს შესთავაზებს.