მცხეთაში ახალი ხიდი აშენდება

01/06/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქ. მცხეთაში მდ. მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება.
ნარეკვავი-მცხეთის რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდ. მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. აღნიშნული ხიდი თბილისის მხრიდან მცხეთის სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში, სამთავროს დედათა მონასტერსა და სამთავროს ტაძარში მიმავალი მღვდელმსახურებისა და მლოცველებისათვის ქალაქთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ქალაქი მცხეთა რკინიგსის სადგურს და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება. ნაგებობა მცხეთის ძველ, ისტორიულ უბანშია (ე.წ. პომპეუსის ხიდის მიმდებარედ) განლაგებული. სწორედ იქ, სადაც მტკვარი ზაჰესის წყალსაცავს უერთდება. ძველის ხიდის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე დატვირთვებსა და საქალაქო ხიდის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მაია ქალიაშვილმა და საპროექტო საკონსულტაციო კომპანია „ბითი“ – ს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო და საავტორო ზედამხედველობის ხელშეკრულებას.
ხიდის მნიშვნელობისა და მოძრაობის გაზრდლი ინტენსივობის გათვალისწინებით, აშენდება ახალი ხიდი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ქალაქ-მუზეუმისადმი წაყენებულ არქიტექტურულ, ესთეტიკურ და ისტორიულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას. ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 363 440 ლარი ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0