სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

01/06/2016

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზაზა ლორია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩა №44-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზაზა ლორიამ განზრახ მოკვლის მიზნით, რევაზ გურგენიძეს მიაყენა შემავალი ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად რევაზ გურგენიძე, გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ზაზა ლორია ბრალდებულის სახით 18 სექტემბერს დააკავეს.
მოსამართლემ ზაზა ლორიას ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0