მანდატები იმ სისტემით მიიღონ, რომლითაც დღეს, ჩვენ ვმუშაობთ

31/05/2016

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი პარტია კონკურენტულ პირობებშია და დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა, როგორც ერთი პარტიისთვის, ასევე, მეორე პარტიისთვისაც მოქმედებს.
კობახიძე ასევე ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოცნებას“ ე.წ. გერმანული მოდელი პოლიტიკურად არ აწყობს, რადგან იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენსაც მოქმედი სისტემით.

„თვითონ მიიღებენ მანდატებს? ხოდა, მანდატები იმ სისტემით მიიღონ, რომლითაც დღეს, ჩვენ ვმუშაობთ. ნებისმიერი პარტია თანაბარ და კონკურენტუნარიან პირობებშია და ეს სისტემა, როგორც ერთი პარტიისთვის, ასევე, მეორე პარტიისთვისაც მოქმედებს და მათ შეუძლიათ, ამ სისტემით თავადაც ისარგებლონ, რომელიც თურმე, ასეთი ცუდია. მათ ასეთი ცუდი სისტემით მაჟორიტარ დეპუტატად არჩეული ჰყავთ: ვახტანგ ხმალაძე, თამარ ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ნოდარ ებანოიძე და მალხაზ წერეთელი. არ მგონია, რომ ეს სისტემა მაშინ ასეთი ცუდი ყოფილიყო, როცა მაჟორიტარული მანდატები მიიღეს“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ე.წ. გერმანული მოდელი ჩავარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0