იმერეთის მხარის ქორეოგრაფიულ ფესტივალზე პირველი ადგილი ზესტაფონმა აიღო

28/05/2016

„ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი 2016“ დასრულდა. ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის მხარის 6 ქალაქი იღებდა. ფესტივალის გრანპრი და ფულადი ჯილდო 700 ლარი ჟიურის გადაწყვეტილებით ტყიბულის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მოიპოვა. პირველი ადგილი და 600 ლარი ზესტაფონის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იფანმა“ აიღო. მეორე ადგილი და ფესტივალის ნომინაცია „საუკეთესო ინდივიდუალური შემსრულებელი“ საჩხერეს ერგო 500 ლარიან ფულად ჯილდოსთან ერთად. მესამე ადგილი და დაწესებული ჯილდო 400 ლარი ხარაგაულის ქორეოგრაფიულ ანსამბლმა მიიღო. გამოვლინდნენ ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულმა ქორეოგრაფიულმა კოლექტივმა 200 ლარიანი ფულადი პრიზი მიიღო. ფულადი პრიზები გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილებმა გერონტი დევდარიანმა და ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა. ფესტივალს უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობდა,რომლის ორგანიზატორი იყო გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0