დაბა ოჩხამურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28/05/2016

დაბა ოჩხამურში ყოფილი აგურის ქარხნის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. შიდა სასოფლო გზა დასახლებას სოფელ ხუცუბანთან დააკავშირებს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით 289 984 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების დასრულება ერთ კვირაში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0