27 მაისს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში შედგა შეხვედრა რეგიონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.
სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ბატონმა გოჩა ზეიკიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივა რეგიონის მდგრადი/მწვანე განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და პერსპექტივებზე.
რეგიონის მდგრადი განვითარების კოორდინატორმა შალვა გივიშვილმა მიმოიხილა მწვანე ეკონომიკის, ბიზნესის ეკოლოგიზაციისა და სოციალიზაციის მოწინავე მსოფლიოში არსებული ტენდენციები, ბიზნესის სარგებელი ამ მიმართულების სვლის შემთხვევაში.
UNIDO-ს (გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია), კოორდინატორმა მალხაზ ადეიშვილმა დამსწრეებს გააცნო იმ ხელშეწყობის შესახებ, რომელსაც მათი ორგანიზაცია ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ მწვანე ბიზნესის მიმართულებით და დაინტერესებულ პირებს შესთავაზა მხარდაჭერა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნატო ჩიქოვანმა გააკეთა პრეზენტაცია პალატის საქმიანობაზე და აღუთქვა თანადგომა რეგიონულ ბიზნეს სტრუქტურებს მათ საქმიანობაში;
სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ბატონმა კობა არაბულმა ისაუბრა მომავალი რეგიონული ბიზნეს-ფორუმის საორგანიზაციო საკითხებზე და ადგილობრივი ბიზნესის მონაწილეობის თაობაზე, ივლისის თვეში სლოვაკეთში დაგეგმილ ვიზიტზე და სურვილის შემთხვევაში რეგიონული პროდუქციის გამოფენა გაყიდვაზე.გაიმართა აქტიური დიალოგი, აზრთა გაზიარება, გამოითქვა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და რეგიონულ ბიზნესებს შორის აქტიური თანამშრომლობის მზაობა.
სამხარეო ადმინისტრაციამ რეგიონის ბიზნესმენებს უმასპინძლა
27/05/2016