“ყვავილების მეჯლისი” ზიკილიაში

27/05/2016

გაზაფხული სიცივის, სუსხის დამძლევი, ზაფხული სილაღე და სიყვარული, შემოდგომა უხვი და ბარაქიანი, ზამთარი კი სილამაზესთან ასოცირებული-ასე წარმოაჩინეს ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო. მათ აუდიტორიას თეატრალური წარმოდგენა მოუწყვეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში იმ ნამუშევრების ჩვენება მოეწყო, რომელიც ზიკილიის საჯარო სკოლის დირექტორმა თავად შექმნა.
მან პატარებს ყვავილების ფორმის კაბები მოარგო და ოთხივე სეზონი ასე გააცოცხლა.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
მათ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს წარმატება უსურვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის აქტივობები ახალგაზრდების გააქტიურებისა და წახალისებისათვის მნიშვნელოვანია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0