დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი გავიდა

26/05/2016

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ , გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლები გვირგვინით შეამკეს.“გილოცავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. შეუძლებელია ამ დღეს, განსაკუთრებული პატივით არ გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გმირები.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ისტორიულ დღეს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიდერი მერაბ კოსტავა. თითოეული ჭეშმარიტი ქართველისთვის მერაბ კოსტავას დაბადების დღე განსაკუთრებული თარიღია. მიუხედავ დიდი სიხარულისა, ეს დღე ჩვენთვის მწუხარების მომტანიც აღმოჩნდა, სწორედ დღეს მივაბარებთ მიწას, ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას ცხედარს.”- აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და გამგეობის წარმომადგენლებმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0