სოფელ ილემში 30 წლიანი პაუზის შემდეგ გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

25/05/2016

სოფელ ილემში თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საგზაო საფარის აღდგენა ამ ეტაპზე 1200 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 140, 440 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ასრულებს. სოფელ ილემის გზით სარგებლობა გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას უწევს, აღნიშნული გზა ზესტაფონსა და ხარაგაულის სოფლებსაც აკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის მიხედვით მომავალ წელს გზის დარჩენილი მონაკვეთის ასფალტირებაც იგეგმება, რომელიც სოფლის ცენტრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის კეთილმოწყობას გულისხმობს. მიმდინარე პროცესებს დღეს ადგილზე ეცნობოდნენ გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შესაბამის სპეციალისტებთან ერთად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0