პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერს შეხვდა. როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, მათ უსაფრთხოების თემებსა და იმ რთულ ვითარებაზე ისაუბრეს, რაც რეგიონშია შექმნილი.
”მოგეხსენებათ, რომ ამ თვალსაზრისით ეუთო მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. თუმცა, ამ ორგანიზაციაში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს და ძალიან ხშირად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბლოკავს. მომავალ არჩევნებზეც ვისაუბრე – ბატონ ზანიერს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში და რაც შეიძლება ადრე. ეს ჩვენი სურვილი და თხოვნაა, რაც ხელს შეუწყობს უკეთეს საარჩევნო გარემოს საქართველოში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.