საქართველოს უსაფრთხოებას სჭირდება თავდაცვა

24/05/2016

საქართველოს უსაფრთხოებას სჭირდება თავდაცვა და ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვესაჭიროება ჩვენ გვყავს უმაღლესი დელეგაცია სტუმრად სხვადასხვა ქვეყნიდან და შეხვედრებზე ვსაუბრობთ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლობა, რათა საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო და უფრო დაცული და სანაცვლოდ საქართველოს რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების მეათე კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონფერენცია, რომელსაც ჰქვია თავდაცვისა და უსაფრთხოების, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან საქართველოს უსაფრთხოებას სჭირდება თავდაცვა და აშკარაა, რომ ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვესაჭიროება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში ჩამოსულია ბევრი უმაღლესი დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, იმართება ორმხრივი შეხვედრები ნატოსა და შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. უსუფაშვილის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ბევრ კონკრეტულ საკითხზე, როგორც ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების საკითხში, ისე ამ პროცესის მიღმა, რადგან დღეს დასრულდა მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნები, რომლის მსგავსი ღონისძიებები კვლავაც ჩატარდება და ეს ყოველდღიურად მეტ თავდაცვსა და უსაფრთხოებას ნიშნავს ქვეყნისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0