დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა დუშეთის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა. პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განსახორციელებელ რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის პირველ ეტაპს. პროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ვაჟა ჩოხელი, პროექტის ავტორი, არქიტექტორი – გიორგი მაჭარაშვილი, მუნიციპალური ფონდის წარმომადგენელი, პროექტის კურატორი- დავით ჭინჭარაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
დუშეთის ბულვარის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
23/05/2016