სანდრო ბრეგაძე: ” სამეგრელოს მთელი ოცნება ნაცების თამაშს თამაშობთ”

23/05/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“როდესაც მოძრაობა ეროვნულების წევრებმა ზუგდიდის რაიონში ნაცების დამარცხებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ოცნების ხელმძღვანელობამ უარი თქვა და არჩევნები ყოფილ მხედრიონელებს პორტირებულ ნაცებს ჩააბარეს. სამარცხვინოა როდესაც 4 წლიანი მმართველობის შემდეგ ნაცებთან არჩევნებს აგებ. წინასწარ ვაანონსებ, რომ თუ იგივე ხალხი დარჩა ადგილობრივ და ოცნების პარტიულ ხელმძღვანელობაში, მაშინ ყველა რაიონს ნაცები მოიგებენ. სამეგრელოში მხედრიონელებს, რომ დანიშნავ გამგებლებად და სხვა მაღალ თანამდებობებზე ან დებილი ხარ და ან შეგნებული მოღალატე. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ათასჯერ გავაფრთხილე ყველა, რომ გუბერნიიდან დაწყებული სოფლის გამგებლებამდე დამთავრებული ყველა აფხაზეთიდან კონტრაბანდის შემოტანით, ჯართის გაყიდვით და თხილის ბიზნესით იყო დაკავებული, ხოლო ხალხი მიტოვებული და მიგდებული ყავდათ. ნაცებით, ნარკომანებით და მხედრიონელებით გავსებულმა სამეგრელოს ოცნებამ არჩევნები, რომ წააგო გასაკვირი არაფერია, უარესი იქნება საპარლამენტო არჩევნების დროს. არ იცით ბიძიკო რაა პარტიული მუშაობა და არც ეშვებით, სამარცხვინოები ხართ და ერთი რომელმა ურჩიეთ ბატონ ივანიშვილს, რომ მხედრიონელებით, პორტირებული ნაცებით და კონტრაბანდისტებით დაგეკომლექტებინათ სამეგრელო??? უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სამეგრელოს მთელი ოცნება და ადგილობრივი ხელისუფლება ნაცების თამაშს თამაშობთ და განმკითხავი არავინაა”-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0