„რესპუბლიკური პარტიის“ სახით ყველა სხვა პარტიას ჰყავს საკმაოდ საინტერესო კონკურენტი და ეს არის მრავალპარტიულობისთვის აუცილებელი ამბავი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მოხარულია, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას თავისი მნიშვნელოვანი კვალი უკვე დაამჩნია.
„წინ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს, მოქალაქეებს და „რესპუბლიკელები“ ვიქნებით ყოველთვის აქტიურები. მინდა ვისურვო, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი იყოს მართლა პარტია – პარტია, რომელსაც შეუძლია მძიმე წუთებშიც პარტიად ყოფნა. შეუძლია ხელისუფლებაში, ოპოზიციაში ყოფნა. შეუძლება იყოს ძალიან ხშირად არც თუ პოპულარული იდეების მხარდამჭერი”, – აღნიშნა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ”როდესაც პარტია შეიქმნა და „თავისუფალი საქართველო“ დააწერა თავის მანიფესტს, მაშინ ეს წინადადება არაპოპულარული იყო და ისჯებოდა კიდეც კანონმდებლობით”.
„რესპუბლიკური პარტიის“ სახით ყველა სხვა პარტიას საინტერესო კონკურენტი ჰყავს
22/05/2016