საქართველოს, უკრაინას, კოსოვოსა და თურქეთს აქვთ პოტენციალი, რომ დააკმაყოფილონ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნები, მაგრამ ჩვენ ეს ნათლად უნდა დავინახოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა, იუსტიციისა და საშინაო საქმეების საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვიზალიბერალიზაციის პროცესზე როცა ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ 4 ქვეყანა, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით. ეს ოთხი ქვეყანა არის საქართველო, უკრაინა, კოსოვო და თურქეთი. ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვართ მომთხოვნები, მაგრამ ამავდროულად სამართლიანები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ქვეყნები შეასრულებენ ყველა კრიტერიუმს ვიზალიბერალიზაციის მისაღებად. ამ ოთხივე ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები, მაგრამ ჩვენ ეს ნათლად უნდა დავინახოთ“, – განაცხადა კლაას დიკჰოფმა.
საქართველოს აქვს პოტენციალი მაგრამ ეს ნათლად უნდა დავინახოთ
20/05/2016