იმერეთის გუბერნიაში კურორტ საწირის განვითარებაზე იმსჯელეს

19/05/2016

საწირის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს კურორტის განვითარების გეგმა გააცნეს. პირველ ეტაპზე ფონდის წევრები ბიზნეს გეგმებს ამზადებენ, რომლებსაც შემდეგ ბიზნესმენებს შეთავაზებენ. რამდენიმე მცირე და საშუალო მეწარმესთან უკვე მიღწეულია შეთანხმება გესტ ჰაუსების, კოტეჯების, ტურისტული სააგენტოს, 50 ადგილიანი სასტუმროს, სპორტული კომპლექსის, მინის პროფილაქტიკისა და სილამაზის სალონის მშენებლობაზე.
ივლისის თვეში კი პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კურორტის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენებს, მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სამინისტორების წარმომადგენლებს მიაწვდიან.
იმერეთის გუბერნატორი საწირის განვითარების ფონდის წევრებს კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურ დახმარებას დაპირდა. მხარდაჭერისთვის გივი ჭიჭინაძეს სპეციალური სიგელიც გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0