თვითმმართველი თემი თელავის მუნციპალიტეტის ფშავლის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა- ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის გამოყოფილია 95 000 ლარი, სამუშაოებს შპს “სალვუს დეველოპმენტი” ახორციელებს.
დღეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ – დავით ნაპირელმა დაათვალიერა მისი განცხადებით: “ფშავლის ბაგა-ბაღის მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. ახალ-ბაგა ბაღში კი აღსაზრდელთა 3 ჯგუფი გაიხსნება, სადაც 100-მდე ბავშვი შეძლებს განათლების მიღებას”.
ბაგა-ბაღის მშენებლობა ფშაველში მიმდინარეობს
19/05/2016