შ.პ.ს. საჩხერის კეთილმოწყობამ 15 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნა და პლასტმასის ნარჩენების სპეციალური კონტეინერები მიიღო.
ახალი ურნები მწყობრიდან გამოსულს ჩაანაცვლებს, ხოლო კონტეინერები დამატებით ადგილებზე განთავსდება.
შესყიდული პროდუქციის საერთო ღირებულება 8 839 ლარის შეადგენს, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
საჩხერის კეთილმოწყობის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ სამშენებელო ნარჩენები ურნებში არ განათავსონ, რათა არ გამოიწვიონ როგორც ურნის, ასევე ნაგავმზიდი ავტომანქანის დაზიანება. ამისთვის საჭიროა მიმართონ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელს სოფელ სარეკში, რომელიც მოქალაქეებს საჭირო პროცედურების განხორციელებაში დაეხმარება.
მუნიციპალიტეტმა დამატებით ახალი ურნები შეიძინა
19/05/2016