დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა.
როგორც სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა საბავშვო ბაღებიდან დირექტორების გათავისუფლებას განაგრძობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე თბილისის ბაგა-ბაღებიდან კიდევ 4 დირექტორი გაათავისუფლეს.
საკრებულოს წევრმა გათავისულებების მიზეზებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებს თანამდებობობებს, ვითომდა, აუდიტის დასკვნების საფუძველზე ათავისუფლებენ.
,,სინამდვილეში კი ამ გზით საკუთარი აქტივისტებს ასაქმებენ’’,-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ და დედაქალაქის მერს საბავშვო ბაღების ხელმძღვანელების გათავისუფლების ნაცვლად, თბილისის ინფრასტრუქტურის სწრაფად და ხარისხიანად მოწესრიგებისა და ქალაქის მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე ზრუნვისკენ მოუწოდა.
სევდია უგრეხელიძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა
19/05/2016