საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 17-18 მაისს მიმდინარეობს.
მიხეილ ჯანელიძე მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ისაუბრებს მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, ასევე ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულებების – ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, დაცვის საკითხებზე და ამ მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე.
ასევე ყურადღებას გაამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან.
მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალში მონაწილეობს
18/05/2016