ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

18/05/2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 23-ე შეხვედრა გაიმართა. სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებმა განიხილეს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის განახლებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ცხოველთა დაავადებებზე ზედამხედველობას და ეფექტიანი ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც განახლებული სამოქმედო გეგმის მიმართულებებსა და ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა ჯგუფის წევრებს სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრზე შესრულებული სამუშაოების ანგარიშები წარმოადგინეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც რომლებიც საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადსხვა პროექტებს ახორციელებენ.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ვეტერინარიის ასოციაციის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0