პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებს და გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. კონსულტაციები მას შემდეგ გაიმართება, რაც პარლამენტიდან კანონი საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განმარტა, კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს იმ კონტექსტში, რომ იგი არ იყო გადაგზავნილი არც საკონსტიტუციო სასამართლოში და არც ვენეციის კომისიაში – არ იყო გათვალისწინებული მათი მოსაზრებები, რასაც ჩვენ ევროსაბჭოს წევრობა გვავალდებულებს.
„საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის იცავს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და კონსტიტუციითაც სახლემწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობის გარანტია. შესაბამისად, ეს კანონი რომელიც, პარლამენტმა მიიღიო, ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს. ამიტომ პრეზიდენტი მართავს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან”,- აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.