LCC საქართველო დევნილებს და ლტოლვილებს სთავაზობს უფასო ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამას

16/05/2016

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი ადგილობრივ სტუდენტებს სთავაზობს ინტენსიური ინგლისური ენის პროგრამას, რომელიც 2016 წლის 16 მაისს LCC საქართველოს ოფისში დაიწყება. პროგრამას მოიცავს საზაფხულო, შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრებს. თითოეულ სემესტრში სხვადასხვა კურსი იქნება შემოთავაზებული. ზაფხულის სემესტრისთვის (მაისი-ივლისი) მიღების პროცესი დაიწო 17-დან 25 წლამდე ასაკის სტუდენტებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ ან წელს მიიღებენ სკოლის ატესტატს. პროგრამა განკუთვნილია ინგლისურ ენაში საშუალო დონეზე მყოფი სტუდენტებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა უმაღლესი განათლების მისაღებად ინგლისურ ენაზე საზღვარგარეთ ან საქართველოში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: https://www.lcc.lt/home/about-us/lcc-georgia/
იძულებით გადაადგილებულ და ლტოლვილ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ ჩაერთონ პროგრამაში. დაახლოებით 20 სტუდენტი ჩაირიცხება შემდეგ სემესტრზე, 13 ივნისიდან აგვისტომდე. შემოდგომის სემესტრი, რომელზეც ასევე შეიძლება განაცხადის შეტანა, დაიწყება სექტემბერში.
პროგრამა არის ინგლისური ენის ინტენსიური კურსი, სადაც ყველა ინსტრუქტორის მშობლიური ენა არის ინგლისური. კურსების გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სკოლაში ან სხვა აკადემიურ ინსტიტუტში სწავლობენ.
საერთო საცხოვრებელში შეზღუდული რაოდენობით ოთახები ხელმისაწვდომი იქნება იმ სტუდენტებისთვის, ვისაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი თბილისში. სასწავლო ცენტრში (Beteli Center) ასევე განლაგებულია საკლასო ოთახები, კაფეტერია, დარბაზი და კომპიუტერული ლაბორატორია.
ხაზი უნდა გაესვას, რომ წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა შეიტანონ განაცხადი და გააგრძელონ განათლების მიღება ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის სტიპენდიის პროგრამის დახმარებით.

მოთხოვნები

17-დან 25 წლამდე სტუდენტებს, რომელსაც აქვთ სკოლის ატესტატი, ან უფროსკლასელებს (მე-12 კლასი), შეუძლიათ განახადის გაკეთება. აუცილებელია საშუალო დონის ინგლისური ენის ცოდნა, რომელიც შეფასდება – არჩეულ კანდიდატებს LCC საქართველოს პერსონალი ჩაუტარებს სტანდარტიზებულ ტესტს. ზაფხულის სემესტრისთვის ტესტირება გაიმართება 6 ივნისის კვირაში სასწავლო ცენტრი (დიდი დიღმის მახლობლად). კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას (პირისპირ ან Skype-ით). კანდიდატებმა უნდა წარადგინონ ოფიციალური ნიშნების ფურცელი სკოლიდან (მაღალი კლასი და ზემოთ).

განაცხადის შეტანა

დაინტერესებულ საქართველოში მაცხოვრებელ დევნილებს და ლტოლვილებს შეუძლიათ შემდეგი დოკუმენტაციის გამოგზავნა ელექტრონულ მისამართზე – t.vardzelashvili@mra.gov.ge სათაურით “LCC Georgia”, ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისაღებ ცენტრში (საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სახელზე):

• იდენტიფიკაციის დოკუმენტის ასლი
• სამართლებლივი სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დევნილის მოწმობა)
• ატესტატის /სკოლის გაცემული სერტიფიკატის ასლი
• ნიშნების ფურცელის ასლი

* გთხოვთ, მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და თუ გესაჭიროებათ საცხოვრებელი თბილისში

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 მაისი, 2016 – საზაფხულო სემესტრის მისაღებად. (31 ივლისი შემოდგომის სემესტრისთვის)
განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ელექტრონულ მისამართზე t.vardzelashvili@mra.gov.ge ან ტელეფონით 2311603.

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი – მოკლე ინფორმაცია

LCC საერთაშორისო უნივერიტეტი არის ჩრდილოეთ ამერიკის ლიბერალური ხელოვნების უნივერსიტეტის მიხედვით მოდელირებული და აქვს პოსტ-საბჭოთა რეგიონებიდან ლიდერების ახალი თაობისთვის განათლების მიცემის 25 წლიანი გამოცდილება. ის მდებარეობს ლიტვაში და არის აკრედიტირებული ევროკავშირში. უნივერსიტეტს, სადაც სწავლობენ სტუდენტები 27 ქვეყნიდან, აქვს მრავალმხრივი პარტნიორობა ამერიკის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებთან, როგორც CCCU-ს (ქრისტიანული კოლეჯების და უნივერსიტეტების საბჭო) და სხვა ორგანიზაციების წევრს.
უნივერსიტეტს აქვს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ამ ეტაპზე LCC საერთაშორისო უნივერიტეტი გვთავაზობს 6 საბაკალავრო პროგრამას:

• საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება
• საერთაშორისო ურთიერთობები და განვითარება
• თანამედროვე კომუნიკაციები
• ინგლისური ენა და ლიტერატურა
• ფსიქოლოგია
• თეოლოგია

Tweet about this on TwitterShare on Facebook0