კანონი, რომელც პარლამენტმა მიიღო, ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს

16/05/2016

პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე ხელმოწერის ან ვეტოს საკითხს არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთი კონსულტაციის შემდეგ მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა , ქვეყნის პირველი პირისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
იმერლიშვილის თქმით, პრეზიდენტი ყოველთვის იცავს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და კონსტიტუციით, მათი გამართულად მუშაობის გარანტია.

”კანონი, რომელც პარლამენტმა მიიღო, ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს იმ კონტექსტში, რომ იგი არ იყო შეთანხმებული და გაგზავნილი არც საკონსტიტუციო სასამართლოში და არ იყო გათვალისწინებული მათი მოსაზრებები, ასევე არც ვენეციის კომისიაში, რასაც ჩვენ ევროსაბჭოს წევრობა გვავალდებულებს. მე თავად ვიყავი ჩართული საკომიტეტო განხილვებში – კითხვები დავსვი, მაგრამ პასუხგაუცემელი დარჩა. პრეზიდენტი ატარებს კონსულტაციებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც კანონის საბოლოო ვერსიას ნახავს და არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთხელ გამართავს კონსულტაციებს”, – აღნიშნა იმერლიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის კონსტიტუციურობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები დგას.
თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს ურჩევს, ვეტოს უფლება გამოიყენოს, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა კანონს ხელი უნდა მოაწეროს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0