დასუფთავების აქცია გაიმართა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

16/05/2016

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ცენტრალური მაგისტრალის დაახლოებით 5 კმ მონაკვეთზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გურამ ამირიძემ, თვითმმართველი ერთეულის, რეინჯერთა სამსახურის, „სოკარ ჯორჯია გაზ“- ის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა, სოფელ ვარდისუბანიდან კობამდე გზის დაბინძურებული ნაწილი პლასტმასის ბოთლებისგან, პოლიეთილენის პაკებისა და სხვა სახის ნარჩენებისგან დაასუფთავებს.
აღნიშნულ გზის მონაკვეთზე დაგეგმილია სანაგვე ურნების დადგმაც. დაბინძურების ფაქტების პრევენციისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციებიც ამოქმედდება. ამასთან სამხარეო ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სპეციალურად შექმნილი 2 კაციანი ჯგუფი იმუშავებს, რომელიც მონიტორინგსა და ნაგვისგან გაწმენდას უზრუნველყოფს.
დასუფთავების აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის გოჩა ზეიკიძისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანიზებით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0