ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს არ იცნობს და მათ შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა, ახალი სახეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შერჩეულია.
ამასთან, ივანიშვილის თქმით, ერთ კვირაში წერილს გამოაქვეყნებს, სადაც მთავრობის გასული ოთხი წლის საქმიანობას შეაჯამებს.
”მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პარტია ”ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”. რა თქმა უნდა, მხარდაჭერას აღმოვუჩენ. ერთი კვირის თავზე, წერილობით გამოვაქვეყნებ ყველაფერს, სადაც ყველაფერზე გავცემ პასუხს. იქნება ერთგვარი ანგარიში, სადაც ყველაფერი იქნება მოცემული”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილს ”ქართული ოცნების” ახალი სახეების შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია
14/05/2016