პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიიდან წავიდა.
აქამდე პარტიას მხოლოდ ერთი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ჰყავდა. რაც შეეხება ასევე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, მას პრემიერ-მინისტრობისას პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.