თბილისის სპორტის სასახლეში პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგით IV ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობა რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე წარდგენილია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.
”ქართული ოცნების“ ყრილობას მოწვეული სტუმრის სტატუსით ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან. გარდა ამისა, სპორტის სასახლეში იმყოფებიან ”მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ”კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური. პარტიულ ყრილობაზე მიწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.