ცაგერში ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მრავალპროფილიანი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 714 143 ლარს შეადგენს.
12 მაისს სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე სპორტკომპლექსზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
გუბერნატორმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ცაგერში 30 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 404 404 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2016 წლის ივლისში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ 2015–16 წლებში რეგიონის მასშტაბით 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 8 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
გუბერნატორმა ცაგერში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
13/05/2016