ხარაგაული წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, წელს პილიგრიმული ტურით ხვდება. გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ წუთებში, პილიგრიმული ტურის მონაწილეები იკრიბებიან. დღეს რკინის ჯვარს 300-ამდე ადამიანი მოილოცავს.
უკვე 14 წელია ყოველ 12 მაისს ახალგაზრდების ჯგუფი რკინის ჯვარზე ადის და ანდრია პირველწოდებულის სახელობის დღეს წმინდა ადგილზე ხვდება.
წმ. ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატი სიონის საკათედრო ტაძრიდან 11 მაისს ჩამოაბრძანეს, ხარაგაულის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველო სახლში დააბრძანეს, სადაც საზეიმო პარაკლისი ჩატარდა.
წმ. ანდრია პირველწოდებულის გზის მომლოცველნი რკინის ჯვრისაკენ ხარაგაულიდან რამდენიმე წუთში დაიძვრებიან.
პილიგრიმული ტური ხარაგაულში
12/05/2016